01:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 09:46:45, 522 ნახვა

პოლიტიკა
ჯიმ ობრაიენი - საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივები ქვეყნის ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენი საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას ეხმაურება.

ობრაიენი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

"შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით",- წერს ჯიმ ობრაიენი.

შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics