07:33 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 17:39:32, 494 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ (AECR) პრეზიდენტი იან ზარადილი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი  რიზარდ ცარენსკი და „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი რიჩარდ მისლომი.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს, საუბარი შეეხო ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი  დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ასევე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და "საქართველოში კონსერვატიული პარტიის" ლიდერები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics