03:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 13:29:08, 438 ნახვა

პოლიტიკა
PACE-ს თანამომხსენებლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები - კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას ეხმაურებიან.

თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან ამოიღოს.

„ამ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოღება, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ძალაში რჩება: არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან.
ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics