|
2024-03-26 15:51:47, 992 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, ფერმერი ავთანდილ მარაქველიძე ყვარელში საკონსერვო საწარმოს გახსნას აპირებს
გაზაფხულის დადგომა ყველა ფერმერისთვის ბუნების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული, იმისათვის, რომ წლის ბოლოს მოსავალი კარგი მიიღო, გადამწყვეტია როგორ დაიწყებ წელს, ამიტომაც საგაზაფხულო სამუშაოებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყვარლის რაიონში, ავთანდილ მარაქველიძის მეურნეობაში საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურ ფაზაში შედის. 10 ჰა მიწის ფართობზე ძირითადად ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ, მაგრამ არასტანდარტული, ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხო სახეობები და ჯიშები. სათესლე მასალას შვეიცარიული და ჰოლანდიური კომპანიებისგან ყიდულობენ და ასე მოჰყავთ კახეთში 60 -მდე სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, განსხავებული ხარისხის და გემოვნური თვისებებით. „ჩვენს მეურნეობაში ნახავთ ბოსტნეულის და ხილის ყველაზე გავრცელებული სახეობების არასტანდარტულ ვარიაციებს, ეს იქნება პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ყაბახი, საზამთრო, ნესვი და მრავალი სხვა. მაგალითად, შარშან 13 სხვადასხვა სახეობის საზამთრო მოვიწიეთ. გვაქვს მინი კიტრები, ცხარე ჰალაპენიო, მრავალნაირი პომიდორი ჩერი და სალათის სახეობა აისბერგი“, - აცხადებს ავთანდილ მარაქველიძე, კოოპერატივის დამფუძნებელი. ყვარელში მოყვანილ ე.წ. აისბერგს, რომელიც სალათის ფურცლის ძალიან პოპულარული სახეობაა, მთლიანად ქართული „მაკდონალდსი“ ყიდულობს, შარშან ავთანდილ მარაქველიძემ 80 ტონამდე აისბერგი მოიწია. სხვა ბოსტნეულს და ხილს კი ძირითადად ქსელურ ჰიპერმარკეტებში ნახავთ. შარშან კოოპერატივმა "თიბისის" ფინანსური მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების სამაცივრე მეურნეობა ააშენა, სადაც მიღებული მოსავლის შენახვა ხდება. ავთანდილ მარაქველიძე ამბობს, რომ კოოპერატივი სამომავლოდ საწარმოს გახსნასაც გეგმავს, სადაც მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეულის ზოგიერთი სახეობის კონსერვები დამზადდება. ყველაფერი კი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის - Global GAP (Good Agriculture Prasctice – კარგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა) დაცვით ხორციელდება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)