|
2024-03-21 11:05:20, 728 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ და „ველი“ ქალების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
მარტი ქალების მხარდაჭერის თვეა. "თიბისიმ" და "ველიმ" ძალები გააერთიანეს, რათა მხარი დაუჭირონ ქალ მეწარმეებს როგორც გაყიდვების გაზრდაში, ისე საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზაციაში. ამ მიზნით 20, 21, 22 მარტს ყველას, ვინც "თიბისის" ნებისმიერი VISA ბარათით ქალი მეწარმეებისგან პროდუქციას VELI.store-ზე შეიძენს, დახარჯული თანხის 25 % უკან დაუბრუნდება. აქციაში ის კომპანიები ჩაერთვებიან, რომლებიც ქალების მიერაა შექმნილი, მათ შორის არიან: RECKLE$$ - ჯენზი თაობისთვის შექმნილი ტანსაცმელი, mood.o - განსხვავებულ თემატიკისა და დიზაინის სახლის სუფრები, "ანწლიშოპი“ - ორიგინალური კედლის კალენდრები. საკანცელარიო ნივთების ბრენდი "აწლიშოპი“ 3 წელია არსებობს, ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა, რადგან აქციის შედეგად ცნობადობის და გაყიდვების გაზრდას ელოდება. "საკანცელარიო ნივთებს ვამზადებთ და ვყიდით, ყველაფერი საქართველოში დამზადებულია, "ანწლიშოპი“ იყო ერთერთი პირველი, რომელმაც ისეთი კედლის კალენდრების დამზადება დაიწყო, სადაც ყველაფერი შეგიძლია ჩაინიშნო. პირველად ფაბრიკის საშობაო ბაზრობაზე გაგვიცნო მომხმარებელმა, შემდეგ კი ველიზე დავიწყეთ გაყიდვები. ამ ტიპის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ცნობადობის კუთხით, ისე მომხმარებლის კუთხით, რადგან ხალს ახალისებს ასეთი აქციები“, - აცხადებს ანანო ნეფარიძე "ანწლიშოპის“ დამფუძნებელი. "mood.o არის სახლის ნივთების ბრენდი, რომელსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებ. ჯერჯერობით ვებგვერდით არა გვაქვს, ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე ვიყავით და უცებ ამხელა მხარდაჭერა დაგვეცა. ზოგადად, ჩვენი ბრენდის ველიზე ყოფნას საოცარი შედეგები მოაქვს და ახლა ამას "თიბისისგან" 25 %-იანი ქეშბექიც დაემატა, რაც ჩემი აზრით, ძალიან წაახალისებს მომხმარებელს. ზოგადად მჯერა, რომ როდესაც ქალები უდგანან გვერდში ქალებში, იქ სასწაულები ხდება“, - ამბობს ნინი ჩიქოვანი, mood.o-ს დამფუძნებელი. "ძალიან საინტერესო აქცია წამოიწყეს "თიბისიმ" და "ველიმ". ზოგადად საქართველოში ჭირს საცალო გაყიდვები და ბრენდები ვცდილობთ, რომ საბითუმო გაყიდვებზე ვიყოთ ორიენტირებული, რაც იქნება მამოძრავებელი ძალა ჩვენი ბიზნესისთვის. მაგრამ "ველიმ", კლასიკური e-commerce-ის გამოყენებით, შეძლო ძალიან საინტერესო პლატფორმის შექმნა არა მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის. ამიტომ ჩვენ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ მასთან, მეტიც, ველი განსაკუთრებით უყვართ ახალგაზრდებს და "რექსლესიც“ ძალიან კარგად ჩაჯდა ამ პლატფორმაზე. ამ აქციის ფარგლებში კი, რომელიც გრძელდება სამი დღე, შეიქმნა სივრცე, სადაც ერთად თავმოყრილია საინტერესო პროდუქტები, რომლის უკანაც ქალები დგანან“, - აცხადებს სალომე გველესიანი, "რექლესის“ დამფუძნებელი. VELI.store-ზე დაგხვდებათ "ქალების მხარდაჭერის ველი“, სადაც უამრავი ქალი მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქცია გაიყიდება. "თიბისის" VISA ბარათით ყიდვის შემთხვევაში კი დახარჯული თანხის 25 % უკან დაგიბრუნდებათ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)