|
2024-03-14 21:43:41, 790 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ეჭვი არ მეპარება, რომ კალაშოვი საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს
ეჭვი არ მეპარება, რომ კალაშოვი საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს... არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარება" იყოს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის სასამართლოს მიერ ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის პატიმრობიდან გათავისუფლებას. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ. "რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს. როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც რა თქმა უნდა არ მივიღე, პირიქით რჩევა დავაბარე, რომ საქართველო დაეტოვებინა, თუმცა არ შეშინებია, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე იყო, ხოლო შევარდნაძის უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, კალაშოვი საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ბედავდა. მას წყნეთში უზარმაზარი სასახლე ჩამოართვეს. ჩვენი გადაცემული მასალების საფუძველზე ესპანეთმა დააკავა და მისი გადმოცემის პროცედურა დავიწყეთ. მან კი, ჩემი ინფორმაციით 70 მლნ დოლარი გადაუხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და რუსებმა საქმე "ჩააწყვეს", რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე შაქრო რუსეთს გადასცეს, სადაც ის მალევე გაუშვეს. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, მათ იქაც მოუწიათ მისი დაპატიმრება, 10 წლის მისჯა და მას 6 წელიწადზე ნაკლები გამოუვიდა. 2007 წელს კალაშოვის მასწავლებელი ქურდი უსოიანი, ერევანში ჩამოფრინდა და FBI-ს ინფორმაციით საქართველოში არეულობას იქიდან ხელს უწყობდა. რუსები ახლაც თვლიან, რომ არჩევნებზე შეუძლიათ დიდი სიურპრიზები მიიღონ და კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარება" იყოს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)