14:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 20:06:14, 959 ნახვა

პოლიტიკა
ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისგან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შესახებ. 

„ეს ამ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი ნაწილია და აქ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ; და ეს ყველას სურვილი უნდა იყოს. ჩემს დღევანდელ ვიზიტს შესაძლოა გარკვეულ წილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს და რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავსი სიტუაციის არსებობას. გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს“, - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics