14:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 11:47:26, 879 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტო არის ნიადაგის მომზადება, რომ ენმ-მა და მისმა კლონებმა არჩევნები არ აღიარონ

ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში". 

„შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები. 2012 წელს არ აღიარეს დამარცხება და შემდეგ ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს მიხეილ სააკაშვილი, რომ ეღიარებინა დამარცხება. 2016 წელს არ აღიარეს დამარცხება და კვირები დასჭირდათ იმისთვის, რომ მანდატი აეღოთ. 2020 წელს არ აღიარეს დამარცხება და თითქმის ერთი წელი დასჭირდათ, რომ მანდატები მიეღოთ. ზუსტად იმავეს აპირებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები 2024 წელს და ეს არის ნიადაგის მზადება. ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში",- ამბობს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics