|
2024-03-05 17:29:56, 1208 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2-3 ივლისს თბილისში, სასტუმრო რუმსში ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ დისკუსია და კვლევების პრეზენტაცია. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა საკუთარი კვლევები 31 მარტამდე უნდა ატვირთონ ვებგვერდზე. შერჩეული კვლევები 15 აპრილამდე გამოვლინდება, რის შემდეგაც დაიწყება რეგისტრაცია. კონფერენციის საპატიო მომხსენებლები იქნებიან ჯოზეფ ალტონჯი (იელის უნივერსიტეტი, ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიურო (NBER) და ლუიჯი გუიზო (ეინაუდის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი, CEPR). „საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკის, როგორც სამეცნიერო დარგის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს შესაძლებლობას ქართველი მკვლევრებისთვის, მათ მიერ მომზადებული საერთაშორისო სტანდარტის მქონე კვლევები ფართო აუდიტორიას წარუდგინონ, ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში და შეიძინონ ახალი საქმიანი კონტაქტები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყოს საქართველოსა და რეგიონის შესახებ ეკონომიკური კვლევისა და ანალიზისადმი ინტერესის გაღრმავებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი. სამეცნიერო საბჭოს წევრები, რომლებიც ნამუშევრებს შეაფასებენ არიან: ნინო აბაშიძე (Wyoming), ალა ავოიანი (Indiana), სალომე ბასლანძე (FRB Atlanta, CEPR), გიორგი ჩაბაკაური (LSE), ლაშა ჭოჭუა (Bielefeld), ალექსანდერ ფრუგი (UPF, BSE), გივი მელქაძე (Georgia State), ნიკოლოზ ფხაკაძე (ISET), სანდრო შელეგია (UPF, BSE, CEPR), ალისონ სტაშკო (Emory), ია ვარდიშვილი (Auburn), ოლიკო ვარდიშვილი (UC Irvine).
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)