09:12 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 17:07:17, 913 ნახვა

პოლიტიკა
ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ლაშა ჟვანიას ზაზა კანდელაკი შეცვლის

ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ლაშა ჟვანიას ზაზა კანდელაკი შეცვლის. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახლად დანიშნულ ელჩს უკვე შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.

ღარიბაშვილმა ზაზა კანდელაკს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 კანდელაკმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე - საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში.

ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics