10:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-20 17:45:28, 909 ნახვა

პოლიტიკა
მელია - მჯერა, უახლოეს პერიოდში ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფება განხორციელდება და ამის შემდეგ ღარიბაშვილი კიდევ უფრო აღელდება

უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე სადაც, შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების  შესაძლებლობაც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს, საქართველოში გაცილებით მეტი მოქალაქეა, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აღარ სურს".

"ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაიცლებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, ვისაც აღარ სურს ბიძინა ივანიშვილის ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან. უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე სადაც, შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების  შესაძლებლობაც. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აღელდება ბატონი ღარიბაშვილი", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics