15:43 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 15:44:37, 659 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ბიჭვინთის აგარაკებზე - საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ქვეყანა ჩაერთვება

ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ  ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის "შეთანხმების რატიფიცირებასთან" დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ქვეყანა ჩაერთვება.

„არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობა  ჩართული იქნება აღნიშნულ საკითხში.  უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავუბრუნოთ ტერიტორიები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics