19:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 22:57:02, 722 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - აღნიშნული გადაწყვეტილების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც თბილისის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics