|
2023-12-14 22:46:42, 1039 ნახვა
ეკონომიკა
ნადარეიშვილი - საქართველოს უნიკალური მდებარეობა შუა დერეფანს როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბს, მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის კვირეული ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროების გამოწვევებს და მათი გადაჭრის საკითხებს მიეძღვნა. თავის სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს უნიკალური მდებარეობა შუა დერეფანს როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბს, მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. მისი თქმით, ბოლო დროს შუა დერეფანი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სატრანსპორტო მარშრუტებს შორის. მაგალითად, 2022 წელს საგზაო, რკინიგზისა და ავიაციის გზით გადაზიდული ტვირთის რაოდენობა თითქმის 19%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს. შუა დერეფნის პოტენციალის განხილვისას, მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გაწეულ საქმიანობაზე. მათ შორის, აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან ერთად ერთიანი სარკინიგზო ოპერატორის შექმნის საკითხზე, საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი რეგულარული საბორნე მიმოსვლაზე და სხვა. „ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ ციფრულ ინტეგრაციას, რადგან ის ქმნის ინოვაციურ გზებს თანამშრომლობისთვის - ციფრული პლატფორმები მოქნილს ხდის პროცესებს, საშუალებას აძლევს რეალურ დროში თვალყურის დევნებას, უფრო მარტივ განბაჟებას და ეფექტურ ლოგისტიკას, რაც ვაჭრობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ჩვენ მტკიცე სურვილი გვაქვს, რომ შუა დერეფანი ვაქციოთ ეფექტურ ალტერნატიულ მარშრუტად და გვჯერა, რომ მჭიდრო თანამშრომლობით, ეს მიზანი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)