|
2023-12-13 12:45:13, 714 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა და მასზე „ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებები მეღვინეობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებში გამარჯვებულებს გადაეცათ. „ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებები მეღვინეობის სფეროს 20-მა წარმომადგენელმა მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლაში, იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს მეღვინეობის სფეროს ასოციაციებთან და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი ასეთია, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. მისასალმებელია, რომ საქართველოში სომელიეს პროფესია უკვე დამკვიდრდა და აქტიურად ვითარდება. ბოლო წლებში, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად დააფასეს ეს პროფესია, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის კულტურასა და ისტორიაზე, ის არის უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს სომელიეთა ასოციაცია უკვე მრავალი წელია ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. მან ხაზი გაუსვა მეღვინეობის დარგში იმ პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობას, რომლებიც სწორედ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ხორციელდება. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის გადაწყვეტილებით, მეღვინეობის დარგში დასაქმებული რამდენიმე ახალგაზრდას ასოციაციის სასწავლო პროგრამებში სწავლება დაუფინანსდება. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) 2003 წელს შეიქმნა; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორია, მათ შორის, „ქართული ღვინო“, „International Sommelier“, „WSET“ და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიაზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)