22:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 17:56:39, 1188 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკსა“ და სასკოლო ლიგას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ არა ერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა სასკოლო ლიგასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - ტურნირები ჩატარდება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, ქუთაისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში გაიმართება. შედეგად, მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მიიღებს.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების შესაძლებლობების, ამიტომ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის გამოვლენას, მათ შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სასკოლო ლიგასთან გაფორმებული მემორანდუმიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მივცეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოსწავლეებს, მოვახდინოთ მათი მოტივაცია, და ვუბიძგოთ მუდმივი განვითარებისკენ. რაც მომავალში დაეხმარება მათ, შექმნან უკეთესი, უფრო ჯანსაღი მომავალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ლიგა მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, რაც ნიშნავს, რომ 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საკუთარი თავის გამოვლენის და უნარების განვითარების შესაძლებლობა“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics