14:20 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 13:21:05, 635 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევებზე - ეს არის ვიღაცის კაბინეტში, ვიღაცის დავალებით დაწერილი ე.წ. კვლევები

„კვლევებთან დაკავშირებით  მე ზოგადად  ჩემი დამოკიდებულება მაქვს. 2012 წლიდან კვლევების მიზანმიმართული გაყალბება ხდება ოპოზიციის დაკვეთით და მათი უშუალო მონაწილეობით“, - ასე  უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა „ედისონ რისერჩის“  მიერ ბოლოს ჩატარებული პოლიტიკური რეიტინგების კვლევას.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული კვლევების მიზანს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია წამოადგენს. 

„კვლევებთან დაკავშირებით  მე არაერთხელ გამიკეთებია განმარტება. რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება? 2012 წლამდე  და 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ხდება მიზანმიმართული გაყალბება აღნიშნული კვლევების, რომელიც ჩვენი ოპოზიციის დაკვეთით და მათი უშუალო ჩართულობით მზადდება. მიზანმიმართული მცდელობაა, საზოგადოების აზრზე მანიპულირება მოახდინონ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიცით, რა ხდება ქვეყანაში, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. ეს არჩევნების შემდეგ გამოიკვეთება უყველაზე კარგად. 2012 წლიდან მოყოლებული გამარჯვებული პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება, რადგან ხალხი რეალურად ხედავს და აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, სამწუხაროდ. ერთადერთთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაატაროს  ქვეყნის  ინტერესი, ეროვნული ინტერესი და, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების   ინტერესი,  დაიცვას  მშვიდობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მაოხდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რეალურად ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მცდელობა, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics