23:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 11:56:57, 738 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამომავლინეთ

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, 5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 3-3 ფაქტი - ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში; 2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის, 1 კი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

„მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილის, ლიფანისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დაამზადეს, ჯამში, 44,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა და მის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ; ერთ სამართალდამრღვევს კი, ავტომანქანის ძარაზე, უკანონოდ მოპოვებული ვერხვის სახეობის 9 ერთეული მორი ჰქონდა განთავსებული.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics