00:58 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 21:58:48, 591 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილის უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის უპატივცემულობის პანდორას ყუთი

სალომე ზურაბიშვილის მრჩევლებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი – კონსტიტუციის უპატივცემულობის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით,  ნებისმიერი ადამიანი, იმის მიუხედავად, რა თანამდებობას იკავებს, ვალდებულია, ქვეყნის კონსტიტუციას პატივი სცეს.

„დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა დადასტურებულად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც იმედი არ მაქვს გადაწურული, მაგრამ, როგორც ჩანს, იქითკენ მიდის საქმე, რომ ის აპირებს, დარღვევა იყოს არა ერთეული ექსცესი მისი მხრიდან, არამედ იყოს სისტემა. მისი მხრიდან საქართველოს კონსტიტუცია არის აბსოლუტურად უპატივცემულო. ეს არის პანდორას ყუთი, რომლის გახსნასაც არავის ვუსურვებ. მის მრჩეველებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩეველებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი – კონსტიტუციის უპატივცემულობის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics