11:46 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 19:15:11, 665 ნახვა

პოლიტიკა
სახდეპი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ახალ კანონს გამოეხმაურა.

დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მტკიცედ დაიცვან შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებები.

"შეერთებული შტატები რჩება გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების მტკიცე დამცველად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ეს ფუნდამენტური უფლებები. იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მოქალაქის ხმა - განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა - იყოს გაგონილი, არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი ელემენტი და ის დაეხმარება საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.  

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში" ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღეს.

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება".

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics