07:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 14:40:00, 1487 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 64 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის ფარგლებშიც, კიევმა 64 ცხედარი დაიბრუნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა.

"უკრაინულმა მხარემ არაერთი ღონისძიება განახორციელა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა 64 დაღუპული დამცველის ცხედრის დაბრუნება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება მოხდა ინტეგრაციის სამინისტროს, დაკარგულ პირთა მოძიების კომისარიატის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად.

უკრაინა არ ჩერდება და ცდილობს ყველა შესაძლო სამართლებრივი ზომის მიღებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების ფარგლებში, რათა დადგინდეს უკრაინის დამცველების მდებარეობა, რომლებიც დაიკარგნენ ან ტყვედ ჩავარდნენ",- აღნიშნულია უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 51 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics