11:47 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 13:11:19, 605 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ჩარკვიანს - დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ, გაიღიმოთ

ქალბატონო თამარ, სხვათაშორის, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ, გაიღიმოთ. მაშინ, როდესაც სხვები რაღაცაზე გაიცინებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და ზრდილობაზე ნუ მიგვითითებთ,- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მდინარაძის კომენტარი, თაკო ჩარკვიანის ფრაზას მოჰყვა, როდესაც მან დარბაზში მყოფებს ზრდილობისკენ მოუწოდა.

"ქალბატონო თამარ, სხვათა შორის, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ, გაიღიმოთ. მაშინ, როდესაც სხვები რაღაცაზე გაიცინებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და ზრდილობაზე ნუ მიგვითითებთ, თუ შეიძლება. ძალიან მეორეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ზრდილობის პრობლემები თავად მოიკითხეთ. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამის თქმა მიწევს. ადამიანი რომ გაიცინებს და უკვე ამაზე ჩაფრენილები ხართ, არგუმენტები არაფერთან დაკავშირებით რომ აღარ გაქვთ, ეს არის ამის დასტური და თუ შეიძლება, ზრდილობაზე მითითებისგან ცოტა თავი შეიკავეთ. ეს არის თქვენი პოპულიზმი ახლა და ჩვენ, რომ რაღაცაზე გაგვეცინება ამაზე კივილ-წივილს ნუ ატეხავთ",- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics