|
2023-10-06 09:55:26, 764 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეკონომიკის და ლოჯისტიკის დეპარტამენტების დირექტორები, ასევე, დაცვის პოლიციის თავმჯდომარე და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, მომსახურების სააგენტოს და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსები. "ვახტანგ გომელაურს და გიორგი ბუთხუზს დანაყოფების ხელმძღვანელებმა კვარტალური ანგარიში წარუდგინეს. სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის საკითხი. ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, თბილისსა და რეგიონებში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე, ტექნიკის, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლებას. საუბარი შეეხო სამინისტროსთვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას. შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი შეხვედრა მოადგილესთან, იოსებ ჭელიძესთან ერთად გამართა. შეხვედრას დაესწრნენ განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტების დირექტორები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. მიმდინარე თათბირზე საუბარი შეეხო დეპარტამენტებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ახალი ბაზების მშენებლობას და თანამშრომელთა გადაიარაღების პროცესს, საგანგებო და სამაშველო ძალების გაძლიერების მიმართულებას. შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა დამსწრე პირებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი დავალებები მისცა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)