|
2023-10-05 19:26:25, 894 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ექსპრესნიუსს” შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით დაკავებულია ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას აპირებს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები "ქართული ოცნების" კანონს აპროტესტებენ, რომლის დამტკიცებასაც მმართველი პარტია სამი მოსმენით აპირებს. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 3 ოქტომბერს კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა, გუშინ 4 ოქტომბერს კი საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მმართველ პარტიას უფლება ექნება აქციებზე სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების, მათ შორის ხმის გამაძლიერებლების, მიკროფონებისა და კარვების გამოყენება აკრძალოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)