|
2023-10-05 16:04:06, 703 ნახვა
საზოგადოება
თბილისი პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს
თბილისი პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთობლივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. "ფორუმის მიზანი ქართულ-ჩეხური სამართლის სისტემების კიდევ უფრო დაახლოება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროპული პერსპექტივის კონტექსტში. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. ფორუმში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლის დარგის ექსპერტები მონაწილეობენ; განიხილავენ ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების თავისებურებებს, საქმიანობის მოდელებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. სექტორული თანამშრომლობა საქართველოსა და ჩეხეთს შორის განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის დეკლარაციის გაფორმების შემდეგ, რომელსაც რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გასულ წელს მოაწერეს ხელი. პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი 6 ოქტომბერს დასრულდება, 2024 წელს კი, ღონისძიება პრაღაში გაიმართება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)