|
2023-10-04 13:33:22, 632 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა Tax Stamp & Traceability-ის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ Tax Stamp & Traceability-ის პროექტის ფარგლებში გამართული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ როგორც აქციზური, ისე არააქციზური საქონლის მარკირება მნიშვნელოვანი პროცესია და მისი მიზანია, აღნიშნულ სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ხოლო რაც შეეხება, ადმინისტრირების პროცესს ის ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. "შეხვედრის ფარგლებში, გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსმა, თეონა შიუკაშვილმა, მარკირების პროცედურებზე, ასევე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და წარმატებული გამოცდილების შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აღნიშნული ფორუმი წელიწადში ერთხელ იმართება და საქართველომ მას პირველად უმასპინძლა. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციების 150-მდე მონაწილე და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)