14:13 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 20:24:20, 639 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სასამართლო პროცესზე - პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც არიან მისი წარმომადგენლები, ამიტომ არ ჩამოვიდა

არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი, არგუმენტები არ მოგვისმენია, ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება, - ასე შეაჯამა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების არგუმენტები.

კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პროცესზე დღეს "მძიმე მდგომარეობაში იყვნენ":

"პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესზე, როგორშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება, ძალიან მძიმეა მათ მდგომარეობა... პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა ", - განაცხადა კობახიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics