14:13 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 17:55:57, 607 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თუ ზურაბიშვილი ხელს შეუწყობს, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ეს ნიშნავს, რომ ერთად მოქმედებენ ამ ნარატივის გასატარებლად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "თუ პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა ასეთი აქციების დროს შეიძლება დარჩეს დაუსჯელი".

მისივე თქმით, იმისთვის რომ ეს მესიჯი ბოლომდე მიიტანონ ახალგაზრდებამდე, საჭიროა, პრეზიდენტის თანხმობა შეწყალების თაობაზე. 

„ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა ასეთი აქციების დროს შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. თუ სალომე ზურაბიშვილი ამაში ხელს შეუწყობს, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა და ასეთი მცდელობები შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ერთად მოქმედებენ ამ ნარატივის გასატარებლად, ამ მესიჯის გასაშვებად საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომ თქვენ შეგიძლიათ ისროლოთ მოლოტოვის კოქტეილი, შეგიძლიათ სცადოთ დაწვათ პოლიციელი ცოცხლად, ან სრულად დაწვათ და ამისთვის არ დაისჯებით და პრეზიდენტი შეგიწყალებთ. ეს მესიჯი რომ მიიტანონ ბოლომდე ახალგაზრდებამდე, ამისთვის სჭირდებათ სალომე ზურაბიშვილის დათანხმება, ანუ, შეწყალება. ახლა ჯერი მათზეა, თუ ამ მესიჯში თანამონაწილეობა უნდა, მაშინ ბუნებრივია შეიწყალებს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics