|
2023-10-02 14:16:26, 838 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე იყო, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 2012 წლამდე დემოკრატიის მხრივ არსებული უმძიმესი მდგომარეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მთელი ქვეყნის გაერთიანება შეძლო. „ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი წლები. მინდა, შედარება გავაკეთო, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში - იყო უმძიმესი მდგომარეობა, ფაქტობრივად, დემოკრატიული პროცესები ჩახშული იყო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება განადგურებული, მედია და ყველაფერი ერთი კაცის ხელში იყო. გვახსოვს ჩვენ ის პროცესები, როდესაც ტელევიზიაში შეცვივდნენ, პატარა ტელევიზიები დახურეს. ადამიანის უფლებები ყველანაირად ფეხქვეშ იყო გათელილი. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო, გვახსოვს ყველას, როგორ ართმევდნენ ღამით სამ საათზე, დაბარებები და გადაფორმებებით, ციხეებში რა ხდებოდა, როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს. ზოგადად, საქართველო იყო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით. გვახსოვს ყველას, როგორ უსწორდებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ეს მოახერხა ერთმა ადამიანმა - ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა და მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. მთელი საქართველოს გაერთიანება შეძლო ამ ადამიანმა, შემოიკრიბა გარშემო გულანთებული, ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახით და შეძლო გამარჯვება და ეს მოხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით როგორც ეს განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)