|
2023-09-27 13:47:21, 928 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს
„თიბისი“ აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა „თიბისის“ მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. რეგისტრაცია 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. რისკების აკადემია „თიბისიმ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. პროგრამას სფეროს პროფესიონალი მენტორები - „თიბისის“ თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარებისა და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან. პროგრამა სამთვიან კურსს მოიცავს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ აპლიკაცია 4 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება. „თიბისი“ აკადემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)