19:03 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 13:46:32, 719 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ პოლიტიკური ჯგუფი „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ ჩამოაყალიბეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ ახალი პოლიტიკური ჯგუფი „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ ჩამოაყალიბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხზე დეპუტატებმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

„კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად  და დაადგინა, რომ ის სრულად შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაცია, რასაც კენჭისყრით დაუჭირეს მხარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics