|
2023-09-21 14:30:35, 569 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაში მონაწილეობს
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პანდემიის პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც 158 ქვეყნის პირველმა პირებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს. სესიაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც პანდემიის გავლენაზე, პრევენციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „პანდემიამ უფრო მეტად დაგვანახა, მრავალსექტორული რეაგირების საჭიროება. COVID-19-მა იმოქმედა არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ - ეკონომიკაზე, სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მან შეგვახსენა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სექტორი ვერ შეძლებს, შეამსუბუქოს პანდემიის გამოწვევების მთელი სპექტრი. ეფექტური რეაგირებისთვის, ჩვენ, ყველა სექტორში ერთად უნდა ვიმუშაოთ. პანდემიის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა განვახორციელოთ საჭირო ცვლილებები და შესაბამისი ინვესტიციები, რათა მომავალში, ასეთ მასშტაბურ გამოწვევას, მსოფლიო, უფრო მომზადებული შეხვდეს. ჩვენ, პრიორიტეტად დავისახეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების გაძლიერება; დავაარსეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრები, მათ შორის - რეგიონულ დონეზე. მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს, ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირებაა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)