06:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-17 22:38:04, 807 ნახვა

საზოგადოება
კონფერენცია - ნეიროგამოწვევები 2023 მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში

ჩაქვში, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა) GAMS VIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 150 დელეგატი მონაწილეობდა შემდეგი ქვეყნებიდან - საქართველო, ამერიკა, ისრაელი, შვედეთი, ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, თურქეთი. კონფერენციის თემა იყო ’’ნეიროგამოწვევები 2023 მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“ და წარმოდგენილი იყო უახლოესი მსოფლიო მიღწევები ნევროლოგიაში.

კონფერენციის გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო. მინისტრმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და უწყვეტი პროფესიული განათლების განვითერაბაში, ეროვნული სამედიცინო კადრების აღზრდაში შეტანილის წვლილისათვის უცხოელი, ადგილობრივი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესორები დააჯილდოვა.

,, მადლობა ორგანიზატორებს და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის ხელმძღვანელს ბატონ, გიორგი ჩახავას მნიშვნელოვანი კონფერენციის ჩვენს რეგიონში გამართვისათვის, როგორც აღინიშნა კონფერენცია ტარდება უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში და ექიმები მიიღებენ 12 ევროპული კრედიტ ქულას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენი სამედიცინო საზოგადოებისათვის“ - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით მისალმებისას.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ნევროლოგი - ზურაბ ნადარეიშვილი, რომელსაც 2021 წელს მიენიჭა აშშს-პირველი ნევროლოგის სტატუსი. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა 14 პროფესორი დააჯილდოვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics