06:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 22:31:50, 732 ნახვა

საზოგადოება
მერია - მიცკევიჩის ქუჩაზე, რამდენიმე დღის განმავლობაში, საზოგადობრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

„ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსი N347 ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებისკენ მოძრაობის ნაცვლად, გადაადგილდება ყაზბეგის გამზირზე, დავით გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩასა და პეკინის გამზირს, შემდეგ კი მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.

"N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას, გაივლის იონა ვაკელის ქუჩას და ტანძიის ქუჩაზე გადაინაცვლებს. შემდეგ მობრუნდება საირმის ქუჩის გადაკვეთასთან, მოძრაობას გააგრძელებს ყაზბეგის გამზირისკენ და გამრეკელის ქუჩით, სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება.

აღნიშნული მარშრუტის გავლის შემდეგ, მიკროავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას, N497-ის მარშრუტში ცვლილებები არ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics