06:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 15:51:51, 762 ნახვა

საზოგადოება
ნაღმი არ აღმოჩნდა, მიმდინარეობს გამოსახლება - აღსრულების ეროვნული ბიურო მაღალაშვილის ქუჩაზე არსებულ ვითარებაზე

თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, საიდანაც  მოქალაქის გამოსახლება მიმდინარეობს, ნაღმი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პაატა შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შამუგიას თქმით, მოქალაქემ ბინაში ნაღმის არსებობის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გამოსახლების პროცესის დასაწყებად ადგილზე მივიდნენ.

შამუგიას განცხადებითვე, გამოიძახეს შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბინაში ნაღმი არ არსებობდა, აღნიშნულის შემდეგ კი, მოქალაქესთან მორიგება ვერ მოხერხდა და ამ დროისთვის, გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.

"ჩვენ როცა აქ მოვედით, მოვალემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნაღმი. ჩვენ როგორც გვევალება პროტოკოლით, ვაცნობეთ 112-ს. მოხდა გადამოწმება როგორც ბინის, ასევე ამ ადამიანის და ინფორმაცია აღმოჩნდა ცრუ. ამის შემდგომ ვაწარმოეთ მოლაპარაკება მხარეებთან. მათი შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი... აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ჰქონდა სხვა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ გადაედო დღევანდელი გამოსახლება",-  განაცხადა პაატა შამუგიამ.

ცნობისთვის, თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე დილიდან მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics