|
2023-08-31 15:59:51, 2795 ნახვა
სხვადასხვა
აფხაზეთში დაბადებული, ეთნიკურად აფხაზი, უკრაინის მოქალაქე, ბიზნეს საქმიანობით - რას წერს უკრაინული მედია სილაგავაზე
ქალაქ დნეპროში საპატრულო პოლიციის ოფიცერმა დნეპერში აგრესიული საგზაო მოძრაობის დამნაშავე სასიკვდილოდ დაჭრა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად Jaguar-ის მფლობელი ჯუმბერი სილაგავა ადგილზე გარდაიცვალა, მიუხედავად ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ექიმების რეანიმაციისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკრაინულმა მედია წერს ჯუმბერი სილოგავას ჰქონდა საკუთარი ბიზნესი და კავშირი კრიმინალებთან. იუწყება სააგენტო "უნიანი" ტელეკომპანია 'ტეესენის" ცნობით, გარდაცვლილი ეთნიკური აფხაზი იყო ჯუმბერი ჯუმბერის ძე სილაგავა. ცნობილია, რომ ის 1984 წლის 1 სექტემბერს დაიბადა აფხაზეთში და თავს ეთნიკურ აფხაზად მიიჩნევდა. ამასთან, ტელეკომპანისვე ცნობით იყო უკრაინის მოქალაქე. საგამოძიებო გამოცემა "სხემები" წერს, რომ სილოგავა, სავარაუდოდ, დნეპრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის ჯგუფს ეკუთვნოდა. სილოგავას თავისი ბიზნესი ჰქონდა. ამ სახელისა და გვარის მქონე პირი რეგისტრირებულია როგორც ინდმეწარმე. KVED-ის ცნობით, სილაგავა ვაჭრობით იყო დაკავებული სადგომებიდან და ბაზრებიდან სხვა საქონლით. მეწარმე ასევე აწყობდა პანაშვიდებს და ახორციელებდა დაკრძალვის მომსახურებას. ის რეგისტრირებულია დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ პეტრიკოვკაში. TSN.ua-ს ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესების იგნორირება მოახდინა და პატრულის თანამშრომლებმა მანქანა გააჩერეს. მგზავრი აგრესიულად იქცეოდა და აღენიშნებოდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ყველა ნიშანი. სილოგავას ყოფილმა მეუღლემ ნატალია სილაგავამ TSN.ua-ს განუცხადა, რომ მკვლელობის დღეს მანქანაში მისი ყოფილ ქმართან ერთად იმყოფებოდა, ამჟამინდელი პარტნიორი ქალი. "ჩვენ ცოტა ხნის წინ დავშორდით. მისი ამჟამინდელი პარტნიორი იყო მანქანაში, მე შემთხვევის ადგილზე არ ვიყავი, მანქანაში იყვნენ ჩვენი საერთო შვილები", - აცხადებს გარდაცვლილის ყოფილი ცოლი. ამასთან სამშაბათს, 29 აგვისტოს, დნიპროში საპატრულო პოლიციელი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია სასიკვდილო სროლაში. მას ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს. გამოძიების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ გააჩერა მანქანა, რომელშიც მოზრდილები და ბავშვები იმყოფებოდნენ. თუმცა მგზავრებმა სალონის დატოვების მოთხოვნა უგულებელყვეს. შემდეგ პოლიციამ მათი ტრანსპორტიდან ძალით გამოყვანა დაიწყო და გაზის სპრეი გამოიყენა. ჩხუბის დროს პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღი გამოიყენა და მგზავრს ზურგში სამჯერ ესროლა. მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში მომხდარი ფაქტს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ქართველი ე.წ ლიბერალები ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. „ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა, სინამდვილეში, ომი ამ ყველაფრისთვის არის მხოლოდ საბაბი. ხელწერა არის იგივე, რაც არის ძალიან სამწუხარო“,- აღნიშნა კობახიძემ.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)