|
2023-08-30 12:09:28, 545 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა საქართველოს პარანაკრებს წარმატება მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარანაკრებს ევროპის პარაჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროპის პარაჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს პარანაკრებმა 16 მედლის მოპოვება შეძლო, აქედან ოთხი ოქროა, სამი ვერცხლი, ხოლო ცხრა ბრინჯაო. კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთი გამარჯვებული, რომელმაც პარატაეკვანდოში ოქროს მედალი მოიპოვა, მერიის სისტემის თანამშრომელი გიორგი ხიზანიშვილია. „გიორგი ხიზანიშვილი 2018 წლის აგვისტოდან თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში, კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, დარბაზის ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობს და არა მარტო სპორტული ცხოვრებით, არამედ მრავალპროფილური განათლებით და სამოქალაქო აქტივიზმითაც გამოირჩევა. ის ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. რაც შეეხება პარასპორტს, გიორგიმ ბოლო წლებში ბევრი წარმატება მოიპოვა და მინდა, ასეთივე წარმატებით გაგრძელება ვუსურვო. ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი შედეგები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)