|
2023-08-29 17:11:37, 774 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს. თბილისი მერიის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად. „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნული საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაამონტაჟა. აღნიშნულ სასრიალოს აქვს „EN 1176“ სერტიფიკატი და სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი. „EN 1176“მ რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული სტანდარტია, სათამაშო მოედნებისა და სათამაშო აღჭურვილობისათვის. იგი განსაზღვრავს უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს და ტესტირების პროცედურებს სათამაშო მოედნების აღჭურვილობებისთვის. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნებისმიერი ინფორმაცია მერიის შესაბამის სამსახურთან გადაამოწმონ“,- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)