|
2023-08-26 11:06:37, 777 ნახვა
საზოგადოება
ონის მერი - ამ დროისთვის ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია - ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, ამ ეტაპზე ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განაცხადა. როგორც ონის მერი აღნიშნავს, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია. „ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქე არის ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, წითელი ჯვარი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მინდა, ყველას, თითოეულ მათგანს, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე. მოგეხსენებათ, ჩართული არის შსს-ს შესაბამისი უწყების მცურავი საშუალებები, სამაშველო სამსახური, სამაშველო სამსახურის მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტებში როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, გაზრდილია არეალი“, - აცხადებს ონის მერი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)