11:59 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 19:14:41, 730 ნახვა

მსოფლიო
სიიარტო - 2027 წლიდან უნგრეთი კატარისგან გათხევადებულ ბუნებრივ აირს მიიღებს

უნგრეთი კატარისგან გათხევადებულ ბუნებრივ აირს 2027 წლიდან მიიღებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური შეთანხმება უკვე მიღწეულია, რასაც მოჰყვება მოლაპარაკება, რათა განისაზღვროს რაოდენობა და გადაზიდვის მარშუტი.

"მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც მოჰყვება მოლაპარაკება კატარულ და უნგრულ ენერგოკომპანიებს Qatargas-ს და MVM-ს შორის იმისთვის, რომ განისაზღვროს რაოდენობა და გადაზიდვის მარშრუტი", - განაცხადა სიიარტომ.

შეგახსენებთ, რომ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. კატარი კი გათხევადებული ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics