10:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 21:18:12, 618 ნახვა

საზოგადოება
შსს - შოვში, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა ევაკუირებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

"სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გოირგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.

ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics