10:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 12:30:01, 572 ნახვა

საზოგადოება
ამაღლების ჩიხის მიმდებარედ არსებული ფერდობი და ბილიკები დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მთაწმინდის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარეს. საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა ამაღლების ჩიხის მიმდებარედ არსებული ფერდობი და ბილიკები. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო.

„დასუფთავების ღონისძიებებს თბილისის ათივე რაიონში ვაგრძელებთ. ამჯერად ჩვენმა თანამშრომლებმა მთაწმინდაზე გამწვანებული სივრცე დაასუფთავეს. მოქალაქეებს ვთხოვთ, გავუფრთხილდეთ ბუნებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ კონტეინერებში მოვათავსოთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 20-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. დასუფთავების ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით სისტემატურად ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics