13:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 17:39:08, 987 ნახვა

საზოგადოება
28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება

„იცოდე C ჰეპატიტი არ იცდის - მივაღწიოთ სამიზნეს“- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მოწვეულ სტუმრებს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები,არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე B ჰეპატიტის ელიმინაციის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„აღინიშნა, რომ  საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი.  რვა წლის თავზე ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული.

ქვეყანაში 2015 წლიდან დაწყებულ პროგრამაში 83 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო,განკურნების მაჩვენებელი 99%-ია.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები,  პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი, პაციენტთა ორგანიზაციის წევრები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics