20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 17:08:57, 901 ნახვა

პოლიტიკა
ილვესი ღარიბაშვილს - რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? - ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს

ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს,- ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. 

ილვესმა საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებას "საკუთარი თავის შეურაცხყოფა" უწოდა.

"რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა. საკუთარი თავის შეურაცხყოფაა",- წერს ილვესი Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხოვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  საქართველო და ხორვატია "იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics