20:01 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 13:20:16, 825 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი ქართულ-რუსულ უნივერსიტეტზე - არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი დაარსებულა და არ მახსოვს, კითხვა დაგესვათ

თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რამე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თბილისში ქართული-რუსული უნივერსისტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.

წილოსანის განცხადებით, საქართველოში რუსულ ექსპანსიას "არაფერი და ვერაფერი დაადასტურებს".

"არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში, ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში",- ამბობს წილოსანი. 

ცნობისთვის, საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics