|
2023-07-21 12:38:02, 876 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი „ვაგნერელების“ გამო ჯარებს ბელარუსის საზღვართან ათავსებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გასცა ბრძანება პოლონეთის ჯარები გადაიყვანონ დასავლეთიდან ქვეყნის აღმოსავლეთში, ბელარუსში "ვაგნერის" ჯგუფის "ვარჯიშებთან" დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების გამო. ამის შესახებ, პოლონეთის უსაფრთხოების კომიტეტის მდივანმა, ზბიგნევ ჰოფმანმა, სააგენტო PAP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ბელარუსის არმიისა და "ვაგნერის" ჯგუფის წვრთნები თუ ერთობლივი წვრთნები უდავოდ პროვოკაციაა. ამიტომ, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, კომიტეტის ხელმძღვანელმა მარიუშ ბლაშჩაკმა გადაწყვიტა ჩვენი სამხედრო ფორმირებები დასავლეთიდან პოლონეთის აღმოსავლეთში გადაეყვანა. ამ ქვედანაყოფების ამოცანაა მომზადება, ასევე პოტენციური აგრესორის შეკავება", - განაცხადა ჰოფმანმა. ხუთშაბათს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავისი სპეცრაზმისა და "ვაგნერის" ჯგუფის დაქირავებული ჯარისკაცების ერთობლივი წვრთნა პოლონეთის მახლობლად მდებარე პოლიგონზე. გოფმანმა თქვა, რომ ოთხშაბათს გაიმართა პოლონეთის უშიშროების კომიტეტის სხდომა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, გაანალიზდა შესაძლო საფრთხეები, მაგალითად, "ვაგნერის" ჯგუფის დანაყოფების განლაგება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)