18:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 16:06:58, 1143 ნახვა

საზოგადოება
სეს-ი - აჭარის რეგიონში 15 ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა

აჭარის რეგიონში 15 ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სეს-ის ცნობით, აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში 210-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, საზღვაო კურორტებზე სახელმწიფო კონტროლი გაააქტიურა. როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.

აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში შემოწმდა 210-მდე ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ასევე, ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები; დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს",- აღნიშნულია სეს-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics