|
2023-07-18 11:01:15, 895 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ვგმობ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას
ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან" გასვლის შესახებ,- აღნიშნულის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი მილიონობით ადამიანს ზიანს აყენებს. „ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან" გასვლის შესახებ, ჩვენი მოკავშირე თურქეთისა და გაეროს ძალისხმევის მიუხედავად. რუსეთის უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ ზიანს აყენებს მილიონობით დაუცველ ადამიანს მთელ მსოფლიოში“,- წერს სტოლტენბერგი. ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)