19:05 - 03 Jul, 2026
|
2023-07-18 10:13:57, 880 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ითხოვს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" შეწყვეტის შესახებ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება და შეთანხმების აღდგენას ითხოვს. ბლინკენი რუსეთის გადაწყვეტილებას არაკეთილსინდისიერს უწოდებს. "რუსეთის გადაწყვეტილება, არ გაახანგრძლივოს მონაწილეობა "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში", არის არაკეთილსინდისიერი",- ამბობს ბლინკენი და რუსეთს შეთნხმების სასწრაფოდ აღდგენისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)