|
2023-07-17 15:52:18, 1174 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან "მარცვლეულის შეთანხმებაზე" მოლაპარაკებებს გამართავს,- აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. „ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს რუს კოლეგასთან. მე თვითონ, როგორც კი [სპარსეთის ყურის ქვეყნებში] ვიზიტიდან დავბრუნდები, გავმართავ მოლაპარაკებებს ბატონ პუტინთან. როცა აგვისტოში პირადად შევხვდებით, ასევე განვიხილავთ ამ თემას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოვიქცეთ რუსული სურსათის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის წინ გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)